საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილის მომდევნო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება
16/11/2021 10:33:25 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულდა.
სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მესამე პრეზიდენტს არც დღეს მიეცა. მიხეილ სააკაშვილს პროცესში დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა. მისი მოთხოვნაა, რომ სხდომაში მონაწილეობა პირადად მიიღოს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.


