Accentnews.ge
გლდანის ციხის საავადმყოფოს ექიმი: "სააკაშვილმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა"

გლდანის ციხის საავადმყოფოს ექიმი: "სააკაშვილმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა"

17/11/2021 12:35:20 სამართალი

გლდანის ციხის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მედიკამენტებს გუშინ და დღეს იღებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ დაწესებულების თერაპევტმა სანდრო მათეშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"პაციენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. იცით, რომ გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი. მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა. ასევე, წარმოდგენილი იყო უახლოესი ლაბორატორიული მონაცემები. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის –კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისათვის პაციენტი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", -განაცხადა სანდრო მათეშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S