გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
18/11/2021 07:00:05 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1990 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


