Accentnews.ge
12 წლის ბიჭის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს

12 წლის ბიჭის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს

18/11/2021 08:10:40 სამართალი

სამეგრელოში 12 წლის ბიჭის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, უკანასკნელი ეპიზოდი 2 დღის წინ მოხდა, თუმცა ძალადობა დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.

ირკვევა, რომ შემთხვევას ბავშვის მამა შეესწრო. კერძოდ, სავარაუდო მოძალადემ, რომელიც ოჯახის მეზობლად ცხოვრობს, ალკოჰოლი მიიღო და მსხვერპლის ოჯახში დარჩა.

"ტიტვლები იყვნენ ლოგინში, აღიარებს აბა რას შვება", - უთხრა "ტვ პირველს" მსხვერპლის მამამ.

12 წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ. დანაშაულში ბრალდებული დ.ლ. პოლიციამ მსხვერპლის გამოკითხვის შემდეგ დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მომდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S