Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა სპეციალისტების კვალიფიციურობით და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ"

ადვოკატი: "სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა სპეციალისტების კვალიფიციურობით და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ"

18/11/2021 11:48:56 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შთაბეჭდილებების ქვეშაა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების კეთილსინდისიერებითა და კვალიფიციურობით და თავად ომბუდსმენის ინსტიტუტით.

საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს:

"მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება გუშინ ექიმების მხრიდან, სპეციალისტების მხრიდან, ასევე მოვისმინეთ ის, რომ ეხლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის რესურსი ამ "სამკურნალო" დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს, ეს ერთი და მეორე, იმ მდგომარეობაში რამდენად ეფექტიანი იქნება სამედიცინო სერვისის მიწოდება ესეც არის უცნობი, როგორც თავად ექიმებმა გააკეთეს განმარტებები. საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ გუშინ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების კეთილსინდისიერებით და კვალიფიციურობით, ასევე, თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, შესაბამისად ჩვენ ვნახეთ მათ მიერ სრულყოფილი შეფასება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე მე-18 დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების".

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S