Accentnews.ge
საქსტატი – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.9% იყო

საქსტატი – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.9% იყო

30/11/2021 08:36:32 ეკონომიკა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.5% იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ დღეს, 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა. ასეთივე მაჩვენებელი იყო სექტემბერშიც.

2021 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, ელექტროენერგიის და აირის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის დარგში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S