იუსტიციის სამინისტრო «Интер РАО»-სთან $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავის წაგებას ადასტურებს
01/12/2021 10:00:44 ეკონომიკა
საქართველომ რუსულ სახელმწიფო კომპანია «Интер РАО»-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს კომპანიის სასარგებლოდ 80.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
საქართველოს იუსტციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც "ინტერ რაოს" ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. "ინტერ-რაო" ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
2017 წელს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინეს "Интер РАО"-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია Gardabani Holdings-მა, რომელიც ორი ქართული ჰესის - «ხრამი-1»-ისა და «Храми-2»-ის მფლობელია, ასევე Silk Road Holdings-მა, რომელსაც კომპანია "თელასის" აქციების 75% ეკუთვნის და თბილისს ემსახურება. მოსარჩელეები საქართველოსგან იმ ზარალის კომპენსირებას ითხოვდნენ, რომელიც ლარის დევალვაციას უკავშირდება.
როგორც რუსულ კომპანიაში აღნიშნავდნენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ 2014 წლიდან მიღებული მთელი რიგი ზომები მათ ინვესტიციებზე ნეგატიურად აისახებოდა. კერძოდ, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 2014 წელს ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის იმგვარი მეთოდოლოგია ჩამოაყალიბა, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ტარიფის შეცვლით კომპენსირების გარანტიები, ეს კი, თავის მხრივ, გათვალისწინებული იყო ქართული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებსა და თანამშრომლობის შესახებ 2013 წელს ხელმოწერილ მემორანდუმში.
2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.


