Accentnews.ge
საქსტატი – 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტი $160 მილიონით გაიზარდა

საქსტატი – 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტი $160 მილიონით გაიზარდა

20/06/2022 11:31:22 ეკონომიკა

2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტი $160 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთიდან 553.9 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 160 მილიონით მეტია.

იმპორტში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია.

გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულება და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი.

რუსული იმპორტის TOP-ხუთეული ასე ნაწილდება:

1) ნავთობპროდუქტები - $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, მატება 148%;

2) ბუნებრივი აირი - $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, კლება 32.6%;

3) ქვანახშირის კოქსი - $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, მატება 171%;

4) ხორბლის ფქვილი - $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, მატება 1217%;

5) მარგარინი - $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, მატება 686%.

3.7%-იანი მატებაა ექსპორტში, რადგანაც იანვარ-მაისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა. შედეგად, რუსეთმა მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნდა.

რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელთა ექსპორტიც წელს 44%-ით გაიზარდა და $79.3 მილიონს მიაღწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S