Accentnews.ge
საქსტატი - თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან

საქსტატი - თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან

20/06/2022 11:38:20 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 7 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი.

საქსტატის მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, ხოლო 4,8 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

3 მთავარი საექსპორტო საქონელია:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 465.9 მლნ. აშშ დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 285.7 მლნ. აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 191.0 მლნ. აშშ დოლარი.

3 მთავარი საიმპორტო საქონელია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 461.2 მლნ. აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 454.7 მლნ. აშშ დოლარი;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 371.8 მლნ. აშშ დოლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S