Accentnews.ge
პრეზიდენტი: "უნდა აიკრძალოს ყველა იმ პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას"

პრეზიდენტი: "უნდა აიკრძალოს ყველა იმ პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას"

02/03/2023 16:21:11 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგაშოს უწოდებს პარლამენტის წევრის მიერ „კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების“ გაკეთებას.

„ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“,– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პროტესტის ფონზე განიხილავენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პროექტებს. მათ შორის, ევროკავშირის მკაფიო განმარტებით, ის წინააღმდეგობაში მოდის ორგანიზაციის მინიმუმ, ორ რეკომენდაციასთან.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც ინტრუმენდატ იქცა ვლადიმირ პუტინის რეჟიმის პირობებში კრიტიკული აზრის ჩასახშობად: პუტინის კრიტიკოსები ან ციხეში სხედან, ან დევნილობაში იმყოფებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S