Accentnews.ge
საქართველოში გერმანიის ელჩი: "კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან, გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი"

საქართველოში გერმანიის ელჩი: "კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან, გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი"

06/03/2023 11:00:04 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელია.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ღირებულებებისთვის შეუსაბამოა.

„როგორც საქართველოს მეგობრის, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება იგივე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი", – განაცხადა ფიშერმა.

დღეს დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S