Accentnews.ge
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ GDP საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ GDP საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა

12/04/2023 11:39:49 საზოგადოება, რეკლამა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ GDP საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა.

შეხვედრაზე, სტანდარტებში გაწერილი ის მოთხოვნები განიხილეს, რაც საბითუმო რეალიზატორს, სამკურნალო საშუალებების სათანადოდ შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის მოეთხოვება. მათ შორისაა: ხარისხის სისტემები, პერსონალი, შენობა-ნაგებობები და დანადგარები, დოკუმენტაციის სისტემა, საჩივრები და ბაზრიდან პროდუქციის გამოთხოვა, ხელშეკრულებით განხორციელებული საქმიანობა, თვითინსპექტირება, ტრანსპორტირება და სხვა. ტრენინგზე ასევე განხილული იქნა ბროკერებისადმი წაყენებული მოთხოვნები.

სტანდარტებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ტრენინგის მონაწილეებს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კახა შალიკაძემ, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა მარიამ ხუჭუამ და სააგენტოს GMP/GDP ინსპექტორებმა გააცნეს.

ტრენინგის დასრულების შემდგომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, განხილული იქნა ის ძირითადი საკითხები, რაც დაკავშირებულია კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკისა და საბროკერო საქმიანობის მოთხოვნებთან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S