საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ–ის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
17/10/2023 09:04:13 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა რობინ დანიგანს წარმატებები უსურვა ახალ საქმიანობაში და გამოთქვა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.
"აშშ-ის ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლების და მისი მისია იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება და რომ ამ მხრივ მზად არის საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის. მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს ფართე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე", – აღნიშნულია პარლამენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


