Accentnews.ge
კრამონი: ზურაბიშვილი აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშორთან, იგი ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ

კრამონი: ზურაბიშვილი აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშორთან, იგი ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ

17/10/2023 11:47:19 პოლიტიკა

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტზე და მის იმპიჩმენტზე ისაუბრა. კრამონმა თქვა, რომ "პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს: აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან".

მისივე თქმით, "იგი ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ".

"საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 თვის წინ მტკიცედ იდგა აქ მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს: აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავისი ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ციტატა: "მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად". ამ ძალისხმევისთვის იგი ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ. ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ საქართველო ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე. არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი", - განაცხადა კრამონმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ხვალ გეგმავს.

მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S