Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: ჩემი პოზიციაა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს

პაატა მანჯგალაძე: ჩემი პოზიციაა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს

18/10/2023 07:32:29 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტია იმპიჩმენტთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც შეეხება განხილვას, მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ექნებათ, თუმცა მისი პოზიციაა, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

"ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიცია არ გადაგვიხედავს და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, არც "სტრატეგია აღმაშენებელი" და არც "ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება განხილვაში მონაწილეობას, ჩემი პოზიციაა, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. საკითხი აქ არ წყდება - იმპიჩმენტს გამოაცხადებენ თუ არა, შეთქმულების დიდი სცენარი, დიდი ღალატია ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ და ხორციელდება "ქართული ოცნებისა" და რუსეთის მიერ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დღეს გეგმავს.

16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S