Accentnews.ge
ანი წითლიძე: ჩვენ იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, დარბაზში არ ვიქნებით

ანი წითლიძე: ჩვენ იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, დარბაზში არ ვიქნებით

18/10/2023 07:46:02 პოლიტიკა

ჩვენ იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, დარბაზში არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ერთსულოვნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არავინ მიიღებს, თუმცა აზრთა სხვაობაა განხილვაში მონაწილეობის საკითხზე.

წითლიძის განცხადებით, ისინი არც განხილვას დაესწრებიან.

"სიმართლე გითხრათ, არ მგონია, მნიშვნელოვანი საკითხი განხილვაში ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ უნდა ჰქონდეს იმპიჩმენტს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის და თავიდანვე იყო ასეთი, რომ განხილვაშიც არ მიგვეღო მონაწილეობა", - განაცხადა წითლიძემ.

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დღეს გეგმავს.

16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S