Accentnews.ge
თეონა აქუბარდია: იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დავესწრები, კენჭისყრაში კი მონაწილეობას არ მივიღებ

თეონა აქუბარდია: იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დავესწრები, კენჭისყრაში კი მონაწილეობას არ მივიღებ

18/10/2023 07:48:45 პოლიტიკა

ოპიზიციონერი დეპუტატი თეობა აქუბარდია აცხადებს რომ პრეზდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დაესწრება, კენჭისყრაში კი მონაწილეობას არ მიიღებს.

"ამას ვუყურებ, როგორც ქვეყნის საგარეო ვექტორის წინააღმდეგ ღია წინააღმდეგობაში შესვლას პარლენტის დარბაზიდან. შესაბამისად ვფიქრობ, შევიდე და ბრალმდებელ კობახიძეს დავუსვა კითხვები, გამოვხატო ჩემი პოზიცია ამ მასკარადთან დაკავშირებით, რაც შეეხება კენჭისყრას, გავითვალისწინო პრეზიდენტის თხოვნა და აღარ მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა აქუბარდიამ.

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დღეს გეგმავს.

16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S