Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: თუ რუსეთში ვიზიტი დეოკუპაციის მიზნით ხორციელდება, როგორ შეიძლება, ვინმეს აუკრძალო?

ირაკლი კობახიძე: თუ რუსეთში ვიზიტი დეოკუპაციის მიზნით ხორციელდება, როგორ შეიძლება, ვინმეს აუკრძალო?

18/10/2023 09:20:15 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ქვეშ მართლდება ნებისმიერ ქვეყანაში ვიზიტი, მაგრამ, მისი თქმით, ნებისმიერი ვიზიტის განხორციელებას მთავრობის თანხმობა ესაჭიროება.

მისი თქმით, "არაფერია აკარძალული, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეიძლება, რუსეთში ვიზიტით დეოკუაცია უზრუნველყოს შეიძლება, რუსეთშიც წავიდეს".

"რაც შეეხება საგარეო კურსს ასეთი რამ არ არსებობს. კონსტიტუციურად, სამართლებრივად არსებობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რომელიც, მათ შორის კონსტიტუციაშიც არის ნაწილობრივ ასახული – 78–ე მუხლში, მოიცას უამრავ რამეს, რაც არის დაფიქსირებული მათ, შორის საპარლამენტო რეზოლუციაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. ეს პიორიტეტები მოიცავს მაგალითად, აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ურიერთობების, არა მარტო, ეკონომიკური პოლიტიკური, დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას, მოიცავს არაღაირების პოლიტიკის წარმატებით წარმოებას, მოიცავს დეოკუაციას. ამას თუ გავყვებით, რეალურად ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ქვეშ მართლდება ნებისმიერ ქვეყანაში ვიზიტი. მაგრამ რუსეთში ვიზიტი თუ დეოკუპაციის მიზნით ხორციელდება, როგორ შეიძლება, ვინმეს აუკრძალო? თუ რეალისტურია ასეთი რამ და სწორი დროა შერჩეული, იგივე ვენესუელაში ვიზიტი, თუ არაღიარების პოლიტიკისთვისაა. მაგალითად, ვანუატუსთან იყო კომუნიკაცია და აღიარება უკან წაირეს. არაფერია აკარძალული, არც ვენესუალა, არც სირია, არც არაფერი თუ ეს ემსახურება არაღიარების პოლიტიკას. იგივე ეხება დეოკუპაციას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეიძლება, რუსეთის ვიზიტით დეოკუაცია უზრუნველყოს შეიძლება, რუსეთშიც წავიდეს, მაგრამ აქ მათავარი ეს პირირიტეტები და კურსი კი არ არის, მთავრობა განსაზღვარვს ზუსტად იმას, ვინ სად უნდა წაიდეს, როდის და რატომ უნდა წავიდეს, რა უნდა ილაპარაკოს და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ეს არის საგარეო პოლიტიკის განხორციელბა. შესაბამისად 52 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნტქში კურსის შესახებ კი არ იყო საუბარი, საუბარი იყო ყველაფერზე – სტრატეგია, ტაქტიკა, დრო, სად, როდის, როგორ. ამ ყველაფერს განსაზღვარვს მთავრობა და ამიტომ ესაჭიროება ნებისნიერი ვიზიტის განხორციელებას მთავრობის თანხმობა", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S