Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების შეკითხვებს არ უპასუხებს

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების შეკითხვებს არ უპასუხებს

18/10/2023 09:59:48 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცესში დეპუტატების მიერ მისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

„სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა. ჩვენ ვერ დავავალდებულებთ მომხსენებელს და მათ შორის, თანამომხსენებელს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ დროისთვის სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.

მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.

ცნობისთვის: პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა.

16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S