Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე: ბატონი კობახიძე ეკითხებოდა საქართველოს პრეზიდენტს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ახლა გაგახსენდათ ქვეყნის ეროვნული ინტერესი?

ხატია დეკანოიძე: ბატონი კობახიძე ეკითხებოდა საქართველოს პრეზიდენტს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ახლა გაგახსენდათ ქვეყნის ეროვნული ინტერესი?

18/10/2023 10:38:37 პოლიტიკა

"ბატონი კობახიძე ეკითხებოდა საქართველოს პრეზიდენტს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ახლა გაგახსენდათ ქვეყნის ეროვნული ინტერესი?", – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას არავითარი პირიციპი და თავმოყვარეობა არ გააჩნია.

"ბატონი კობახიძე ეკითხებიდა საქართველოს პრეზიდენტს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ახლა გაახსენდა კობახიძეს საქართველოს ეროვნული ინტერესები? მე არ ვიზიარებ და არც არასოდეს გამიზიარებია საქართველოს პრეზიდენტის ის განცხადება, რა თქმა უნდა, გამიკრიტიკებია, მაგრამ ახლა გაგახსენდათ საქართველოს ეროვნული ინტერესი და ვინ დაიწყო ომი ეს კითხვა ახლა დასვით? 11 წელი ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დასრულებული კახა კალაძემდე, თქვენ ამტკიცებდით იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი, თქვენ ამტკიცებდით იმას, რომ თურმე საქართველო უნდა ჩაძვრეს სადღაც უკან, რომ არ იყოს დაპირისპირების საგანი ევროპასა და რუსეთს შორის. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ ამტკიცებდით იმას, რომ ჩუმად უნდა იყოთ, რომ რუსეთი არ გააღიზიანო. ახლა გაგახსენდათ საქართველოში ოკუპაცია და აგრესია? უმრავლესობას მივმართავ, არავითარი პირიციპი კი არა, თავმოყვარეობაც არ გაგაჩნიათ", – განაცხადა დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ასე მიმართა:

„მოლოდინი არ მაქვს, რა თქმა უნდა, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა, მაგრამ მაინც ვიკითხავ, მინდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით 2018 წლის განცხადებები გავიხსენო, რაც ერთხელ უკვე გავიხსენე. სალომე ზურაბიშვილმა ორი ასეთი განცხადება გააკეთა: პირველი, „ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო და მაშინ ჩვენ რუსეთის პროვოკაციაში ჩავერთეთ და ამ საომარ ვითარებაში წავედით, საქართველომ ამ საომარი ვითარების ნაწილი დაიწყო“. ანუ, საუბარი იმაზე იყო, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. და მეორე განცხადება, რომელიც 8 აგვისტოს გაკეთდა - „შენს ტერიტორიაზე შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია - უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება“. აქაც რეალურად, საუბარია იმაზე, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. აქ მადლობა ღმერთს, საქართველო არ არის ნახსენები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს „ნაცმოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ზუსტად იმავე პოზიციას დაუჭირა მხარი, ანუ თვითონვე უწერიათ, რომ თვითონ დაიწყეს ომი. 2018 წლის თქვენი მსგავსი განცხადებების გამო, ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად გამოგაცხადეს. პრინციპში იგივე ამბობდნენ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ჯაშუშად და რეზიდენტად გამოაცხადეს.

მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ეს ძალიან პრინციპულ საკითხია. ბუნებრივია, ასევე მინდა დავაზუსტო, თუ ამ კითხვაზე პასუხს გაექცევით, დუმილს ყველა, საზოგადოებაც ალბათ, თანხმობის ნიშნად მივიღებთ, რომ კვლავაც ძველ პოზიციაზე რჩებით და მიგაჩნიათ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ ანუ სააკაშვილმა დაიწყო, რა ვიცი როგორც გინდათ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S