Accentnews.ge
"თავდაცვის მინისტრის თქმით, მტერი შეიძლება, მოყვარე გახდეს, როგორც ჩანს, ამ კაცმა ისტორიაც არ იცის, 200 წელია, ეს მტერი ვერ გახდა ამ ქვეყნის მოყვარე"

"თავდაცვის მინისტრის თქმით, მტერი შეიძლება, მოყვარე გახდეს, როგორც ჩანს, ამ კაცმა ისტორიაც არ იცის, 200 წელია, ეს მტერი ვერ გახდა ამ ქვეყნის მოყვარე"

18/10/2023 11:30:09 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს აკრიტიკებს.

მისი თქმით, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ვალდებულებაა, რომ ოკუპანტს ოკუპანტი დაარქვას.

"გუშინ პარლამენტში იყო თავდაცვის მინისტრი, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. რა ჰქონდა მას სათქმელი ქართული ჯარისთვის? თურმე ის, რომ მტერი შეიძლება, ხვალ მოყვარე გახდეს. ოკუპანტს უნდა დაარქვა ოკუპანტი. ეს არის მისი ვალდებულება. მინისტრისგან განსხვავებით, ჯარმა კარგად იცის ვინ არის ამ ქვეყნის ნომერ პირველი მტერი. როგორც ჩანს ისტორიაც არ იცის ამ კაცმა, რომ 200 წელია, ეს მტერი ვერ გახდა ამ ქვეყნის მოყვარე იმიტომ, რომ ეს მისი მიზანი არ არის", – განცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გუშინ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "გამოწვევები ცვალებადია, დღეს ქვეყნისთვის მტერი შეიძლება, ხვალ მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ მტერი გახდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S