Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობას: ახალგაზრდა ოჯახებიც მიდიან ქვეყნიდან, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა მხოლოდ თქვენ ჯიბეშია

ანა ნაცვლიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობას: ახალგაზრდა ოჯახებიც მიდიან ქვეყნიდან, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა მხოლოდ თქვენ ჯიბეშია

18/10/2023 11:49:14 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თუ აქამდე მხოლოდ ასაკოვანი ხალხი მიდიოდა ემიგრაციაში, ახლა უკვე ახალგაზრდა ოჯახები მიდიან ქვეყნიდან.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა არ არის.

„ახლა უკვე ახალგაზრდა ოჯახები მიდიან ქვეყნიდან, მიდიან შვილებთან ერთად. თქვენში ვერ ხედავენ ქვეყნის სიყვარულს და იმას, რომ რაიმე გაქვთ სათქმელი. თქვენ გააქციეთ ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან, თქვენს ზურგზეა მათი ცოდვა! ყველა იმ ბავშვის ცოდვა, ვინც მხოლოდ „სკაიპით“ ხედავს მშობელს, თქვენზეა ყველა იმ მშობლის ცოდვა, რომელსაც მხოლოდ „სკაიპში“ ესხმის მისი შვილის ხმა. ესაუბრეთ ახლა ბუნდოვნად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. თქვენ ჯიბეშია მხოლოდ ეს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის ეს ზრდა. არც სიმშვიდეა და არც სტაბილურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მხოლოდ თქვენთვის არის, ამიტომ ზიხართ აქ თბილად მოკალათებულები“, -მიმართა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

მოგვიანებით, ნაცვლიშვილის განცხადებას უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი გამოეხმაურა.

"ქალბატონო ანა, ჯერ თქვენი პარტიის "ბოსების" მიერ ბინებგაყიდული ხალხი დააბრუნეთ საქართველოში, ქონება გადაეცით და მერე ისე ილაპარაკეთ ემიგრაციაში მყოფი ხალხის დაბრუნებაზე საქართველოში", – მიმართა სოსიაშვილმა ნაცვლიშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S