კალაძე: დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე, არც მაინტერესებს, ჩემს ქონებას თავად მივხედავ
18/10/2023 12:22:36 პოლიტიკა
დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ძალიან დიდი შანსია, კახა კალაძე იყოს დასანქცირებული აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“.
"არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ ამაზე. ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს. საერთოდ არ მაინტერესებს. არის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ქვეყანაში. ხედავთ მსოფლიოში რა ხდება? რამხელა უბედურება ხდება ყველგან? ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. კახა კალაძეს დამასანქცირებენ [თუ არა], არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს. ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.