Accentnews.ge
კობახიძე: ზურაბიშვილმა გამაოგნებელი რამ გვითხრა, ზელენსკი გმირია და თქვენ რას აკეთებთო

კობახიძე: ზურაბიშვილმა გამაოგნებელი რამ გვითხრა, ზელენსკი გმირია და თქვენ რას აკეთებთო

18/10/2023 13:15:34 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას და მის თანაპარტიელ შალვა პაპუაშვილს „გამაოგნებელი წინადადება“ უთხრა: „აგერ ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო“. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობდა.

„მცირე გადახვევის სახით მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად სალომე ზურაბიშვილთან. თვითონ ითხოვა შეხვედრა. ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ალბათ, 27-28 თებერვალი იქნებოდა. შეხვედრა ასე დაიწყო - რა გინდათო. ზრდილობა მაინცდამაინც პირად შეხვედრებზეც არ ახასიათებს ქალბატონ სალომეს. ჩვენ ხუმრობით ვუპასუხეთ - ჩვენ რა გვინდა, თქვენ რა გინდათ, თქვენ ითხოვეთ შეხვედრა-თქო. ნუ, მისი შემდეგი წინადადება იყო გამაოგნებელი. აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო. აი, რა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება. როდესაც ჩვენ მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს, ეს ხომ შემთხვევითი არ არის. იქიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. პირდაპირი მოწოდება საითკენ, ამაზე თქვენ იმსჯელეთ. მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, დეტალებში არ შევალ, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართავს სალომე ზურაბიშვილი. თქვენ ერთი წამით წარმოიდგინეთ, ის რომ ყოფილიყო არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება, იმ დღეს ის იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში - წარმოუდგენელი რამ. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს საქართველოს პრეზიდენტი? ასეთი ადამიანის პრეზიდენტობა, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია, მაშინაც კი, როდესაც მას მხოლოდ სიმბოლური სტატუსი აქვს მინიჭებული,“ - განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. საკითხის განხილვისას პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 87-მა დეპუტატმა, მათმა ნაწილმა, ვინც განხილვაში მონაწილეობდა, უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

იმპიჩმენტის საკითხისას რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, ერთი იყო წინააღმდეგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S