Accentnews.ge
კრამონი: დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს

კრამონი: დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს

18/10/2023 16:37:05 პოლიტიკა

დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს,- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე” პარლამენტში განვითარებულ პროცესებს.

„დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დაამტკიცეს, რომ უფრო მდგრადი არიან, ვიდრე ოლიგარქი. გილოცავთ, პრეზიდენტო ზურაბიშვილო. მაგრამ საქართველოს რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგა. ახლა ყველამ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ, რათა ზიანი აღმოვფხვრათ და უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი გახდება”, - წერს ფონ კრამონი.

პარლამენტში საქართველოს იმპიჩმენტი არ შედგა. მმართველი გუნდის მიერ წამოწყებულმა პროცესმა საჭირო 100 დეპუტატის ხმა არ მიიღო – იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 86 დეპუტატმა მისცა, 1 წინააღმდეგი იყო. ეს უკანასკნელი ალეკო ელისაშვილი აღმოჩნდა.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S