Accentnews.ge
ბოკერია: იმედი მაქვს, სამარცხვინო რეპუტაციული ზიანი აღარ გაღრმავდება, რასაც ხელისუფლების მხრიდან აშშ–ის ელჩთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი

ბოკერია: იმედი მაქვს, სამარცხვინო რეპუტაციული ზიანი აღარ გაღრმავდება, რასაც ხელისუფლების მხრიდან აშშ–ის ელჩთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი

18/10/2023 18:20:54 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია იმედს იყოვებს, რომ "ისეთი სამარცხვინო რეპუტაციული ზიანი აღარ გაღრმავდება, რასაც ამ ხელისუფლებისგან აშშ-ს წინა ელჩთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ განუცხადა, სადაც აშშ-ის ახალმა ელჩმა რობინ დანიგენმა მიღება გამართა.

„აშშ-ს ელჩის ჩამოსვლა საქართველოსთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ოღონდ, ჩვენი პრობლემა ელჩის პერსონაჟში კი არ იყო (წინა ელჩის ან დღევანდელი ელჩის), არამედ დღევანდელ ხელისუფლებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირ ზიანის მიყენებითაა დაკავებული, დასავლეთისგან ჩვენი ქვეყნის იზოლირებით და რუსეთის წინაშე პირისპირ მარტო დატოვებით",– თქვა ბოკერიამ და დასძინა, რომ სხვაგვარი დახასიათება აშშ–ის ელჩთან "იმ სამარცხვინო დაპირისპირებას" და შეთქმულების თეორიას, „დასავლეთიდან ომი უნდა გლობალური ომის პარტიას“, ვერ ექნება, "ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატის გარდა".

"ამიტომ, მე მოხარული ვარ, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ ამერიკის ახალი ელჩია ჩამოსული. რა თქმა უნდა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედი მაქვს, რომ ისეთი სამარცხვინო რეპუტაციული ზიანი აღარ გაღრმავდება, რასაც წინა ელჩთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ პრინციპულად ვითარება ვერ შეიცვლება, სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S