ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ რეპრესიული მექანიზმი შემოაპაროს
19/10/2023 10:18:05 პოლიტიკა
ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი, - ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის კანონი მუშაობს რუსეთში.
„ჩვენ ვნახეთ მსგავსი ტიპის კანონი როგორ მუშაობს მაგალითად, რუსეთში, იქ ამ კანონის გამოყენება არ მომხდარა ექსტრემისტული ჯგუფების შესაბოჭად, რაც იყო გაცხადებული მიზანი იქაც. მსგავსი კანონი გამოყენებული იყო დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის. ეს არის ძალიან კონკრეტული შემთხვევა, როცა ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი. ფაქტი, რომ არსებობს დირექტივა სწორია, მაგრამ ის, რომ ეს კანონი ასრულებს დირექტივას ისე, როგორც ეს არის დირექტივის სულისკვეთება, არასწორია“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამავე თემაზე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროეტქს „უხამსობის" აკრძალვის საკითხი დაემატა.


