ანა წითლიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაში ნაღმები დევს
19/10/2023 11:03:48 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაში ნაღმები დევს.
„რა აუცილებლობა იდგა დაჩქარებული წესით რომ გამოგაქვთ ეს კანონი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ პროცესში, როდესაც 12-პუნქტიანი ვალდებულება ჯერ კიდევ შესასრულებელი გვაქვს; როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სამია შესრულებული; როდესაც ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემაა, მაგალითად, სკოლებში ბავშვების 35% ჯერ კიდევ შიმშილობს. [...] ხშირად ეჭვმიტანილი ხართ იმაში, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივა გამოგაქვთ იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოთ, ამიტომ ამ კანონის ინტერპრეტაციას და გამოყენებას როგორ შეძლებთ, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ამ ცვლილებაში ნაღმები დევს. მე რომ მონა დაგიძახოთ რომელიმეს და ეს მედიამ გააშუქოს, ეს თუ ჩაითვლება უხამსობად? მე რომ მაგალითად, პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს რომ მედიამ გააშუქოს თუ დაჯარიმდება?“ - განაცხადა ანა წითლიძემ.
ამავე თემაზე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროეტქს „უხამსობის" აკრძალვის საკითხი დაემატა.


