იოზვიაკი: ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ
20/10/2023 07:32:18 პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "საქართველოსთან მიმართებაში ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება რთულია, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კი, ყველაფერი გადაწყვეტილია".
„ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება 31 ოქტომბრიდან ნოემბრისთვის გადაიტანეს. ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადა. გავიგე, რომ ევროკომსია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგრიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკმისია ევროკავშირს მიმართულებას მაინც მისცემს. საქართველოსთან მიმართებაში ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან ყველაფერი გარკვეულია. თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ვნახოთ, რა მოხდება”, – განაცხადა მან.
იოზვიაკის თქმით, გადაწყვეტილებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. მისი თქმით, თუ იმპიჩმენტი შედგებოდა ქვეყანას სტატუსის მიღების შანსები მოაკლდებოდა.
"ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველო ხელიდან არ უშვებს შანსს სტატუსი განზრახ არ მიიღოს. ახლა მეტი კითხვის ნიშანია, ნამდვილად უნდა, თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. დაიმახსოვრეთ, სტატუსს მიიღებს ქვეყანა და არა პარტია ან მთავრობა. გადაწყვეტილბა მიღებული იქნება ბოლო ანგარიშის გამოქვეყნებამდე 1 კვირით ადრე. ანგარიშში ცვლილებები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ღიად რჩება”, – განუცხადა „ტვ პირველს” რიკარდ იოზვიაკმა.
ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


