Accentnews.ge
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ

20/10/2023 08:35:42 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეო მტკიცებულება და ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დასჯილი. ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ დაუსჯელია. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს კიდევ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეყვანა თითქოს და იყო პირადი ანგარიშსწორება და დაპირისპირება, თუმცა ამ ვიდეომტკიცებულებებში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება და შურისძიება ირაკლი ეძგვერაძის საქმიანობის გამო, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული. კერძოდ, ვგულისხმობ კახი კალაძის გლდანში დამარცხებას. შემდგომ უკვე საკრებულოში ამ ადამიანის აქტიურობამ მიიყვანა ეს ხალხი, ეს ბანდიტები ამ მდგომარეობამდე, რომ ჯგუფურად გასწორებოდნენ. დღეს ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამით კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილია ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებზე იძალადოს, როგორც ძალადობს ქუჩაში ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებზე”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, ნადირაძემ მიმართა პროკურატურას, რომ "დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია და დღემდე დაუსჯელები არიან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S