ელჩი: ისრაელიდან ფრენები გრძელდება
22/10/2023 08:28:22 პოლიტიკა
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ინფორმაცია ისრაელის აეროპორტის დაკეტვის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
„რა სიახლეც გვაქვს, არის ის რომ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირ რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს“, - განაცხადა, "საზოგადოებრივი ამუწყებლის" ცნობით, ელჩმა.
მისივე თქმით, ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ალტერნატივები:
„რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანიები „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკი“.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში-ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით.
„სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე "ცხელ ხაზზე" ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ რამე სჭირდებათ“, - ამბობს იგი.
ელჩის თქმით, ისრაელში მდგომარეობა კვლავ ისეთი დაძაბულია, როგორც იყო 10 დღის წინ, და ჩრდილოეთის მხარეს კიდევ უფრო იძაბება.


