Accentnews.ge
კალაძე: რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ვერც ერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ

კალაძე: რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ვერც ერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ

23/10/2023 11:46:28 პოლიტიკა

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში სხვა რომელიმე ქვეყნის ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - გვარწმუნებს თბილისის მერი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე. მას მომავალ არჩევნებში რუსეთის ჩარევის ალბათობაზე ჰკითხეს.

„ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ აშშ–ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია მხილებული, ასევე საუბარია ქართულ პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენაზე, კალაძე პასუხობს, რომ "რადიკალური ოპოზიციის" სახით, საქართველოში უამრავი "აგენტი" არსებობს:

„ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი ჯაშუში და აგენტი გვყავს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დააკვირდით, რადიკალურ ოპოზიციას - მათი ყველა ქმედება განპირობებულია და მიმართულია საქართველოს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ნახეთ, რამდენი ჯაშუში გვყავს, რომელი ერთი დაგისახელოთ. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. იმხელა მხარდაჭერა, რომელიც დღეს პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც“.

იხილეთ ასევე: Reuters: აშშ რუსეთს ათეულობით ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S