Accentnews.ge
დეკანოიძე და გოცირიძე "საარჩევნო კოდექსსა" და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდიან

დეკანოიძე და გოცირიძე "საარჩევნო კოდექსსა" და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდიან

24/10/2023 08:19:46 პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების" წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე "საარჩევნო კოდექსსა" და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდიან.

ისინი პარლამენტს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სთავაზობენ, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორების არჩევის პროცესში სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები ფართოვდება.

როგორც დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განმარტა, კანონის მოქმედი რედაქციით, სამეურვეო საბჭოები სკოლის დირექტორთა არჩევისას ფორმალურ როლს ასრულებენ - კერძოდ, როცა მათ სამინისტრო ასარჩევად დირექტორობის კანდიდატს წარუდგენს, არ არჩევის ან ვერ არჩევის შემთხვევაში, დირექტორი მინისტრის მიერ ინიშნება.

დეკანოიძის თქმით, ფაქტობრივად, თუ საბჭო სამინისტროსთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დირექტორის დამნიშნავ პირად მინისტრი გვევლინება, სამეურვეო საბჭოს ჩართულობას აზრს უკარგავს და პროცესს ფორმალურს ხდის.

მისი განცხადებით, პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებებით, თუ სამეურვეო საბჭო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ არც ერთი კანდიდატი არ აირჩევს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ კონკურსს ჩაატარებს. სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა ახალი დირექტორის არჩევამდე გაგრძელდება. სამინისტროს არ შეეძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.

გარდა ამისა, დეპუტატები საარჩევნო კოდექსში" ცვლილების ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმად, სკოლის დირექტორებს, მათ მოადგილეებსა და მასწავლებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლება შეეზღუდებათ.

"ეს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებასა და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს", – აცხადებენ დეპუტატები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S