Accentnews.ge
პრაღაში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტი იმართება

პრაღაში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტი იმართება

24/10/2023 09:08:03 პოლიტიკა

24 ოქტომბერს პრაღაში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტი იმართება, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა.

„ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო განზომილება მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრიორიტეტია. მსოფლიოს ყურადღება უკრაინისადმი, მისი თავისუფლებისა და საერთაშორისო უფლების დაცვისადმი უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, -განცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის თქმით, ღონისძიებაში მთელი მსოფლიოდან 70-მდე საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს. მისი განცხადებით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა.

„საჭიროა, რომ ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ. აგრესიას უნდა ეწოდოს აგრესია, ხოლო დამპყრობელს უნდა ეწოდოს დამპყრობელი. ახლა ევფემიზმის დრო არ არის. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ პოლიტიკურ შეფასებებსა და განმარტებებში სიცხადე უზრუნველყოფს სიცხადეს ქმედებებში და, შესაბამისად, შედეგებში", - განაცხადა სტეფანჩუკმა სამიტის გახსნისას.

"ყირიმის პლატფორმას", რომელიც უკრაინის მიერ ინიცირებულ საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმია, საფუძველი 2021 წლის აგვისტოში კიევში გამართულ დამფუძნებელ სამიტზე ჩაეყარა. პლატფორმის მიზანია ყირიმის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება, ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვა და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის ხელშეწყობა.

პრაღის სამიტში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S