Accentnews.ge
კობახიძე "რევოლუციის თემის აქტუალიზაციად" მიიჩნევს გამოცემა "ინდიგოს" დისკუსიას პროტესტზე XX-XXI საუკუნეების საქართველოში

კობახიძე "რევოლუციის თემის აქტუალიზაციად" მიიჩნევს გამოცემა "ინდიგოს" დისკუსიას პროტესტზე XX-XXI საუკუნეების საქართველოში

24/10/2023 10:55:29 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "შემაშფოთებელს" უწოდებს გამოცემა "ინდიგოს" მიერ დაგეგმილი დისკუსიის სათაურს, რომელიც პროტესტსა და წინააღმდეგობას ეხება XX-XXI საუკუნეების საქართველოში. კობახიძეს ამ ღონისძიების შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. დისკუსია საქართველოში ფრიდრის ებერტის ფონდის მხარდაჭერით იმართება.

„სათაური [დისკუსიის] უკვე შემაშფოთებელია - როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და ეს ხდება მით უმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ - დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული, ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“, - ასე უპასუხა მედიის კითხვას დეპუტატმა და დაამატა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას.

„ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება. ვერავის მივცემთ ქვეყანაში ასე მარტივად, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან დისკუსიის შესახებ განცხადებას ეხმაურება "ინდიგოს" წარმომადგენელი, ნატა ძველიშვილი. მისი თქმით, როგორც "ინდიგოს", ისე დონორ ორგანიზაციას დილიდან ურეკავენ ტელევიზიები "რუსთავი 2" და იმედი იმის გასარკვევად, რა მიზანს ემსახურება ეს ღონისძიება.

ღონისძიება, სადაც დისკუსია და "ინდოგოს" ახალი ნომრის პრეზენტაციაა დაგეგმილი 31 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S