ანა ბუჩუკური: საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ მიიწერს, ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა
25/10/2023 08:15:35 პოლიტიკა
საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ მიიწერს, ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისთვისაც საქართველოს სტატუსს მისცემენ, გეოპოლიტიკური პროცესებია.
„ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს მარტო დატოვება ქვეყნის იზოლირებას და რუსეთისთვის საჩუქრის გაკეთებას და რუსეთის გავლენების გაზრდას ნიშნავს. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, რასაც ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც სხვა ვერ მიიწერს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.


