სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
25/10/2023 12:10:49 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.
დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის თუ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.


