Accentnews.ge
ჰერჩინსკი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში იმყოფება, ახლა ერთიანობის დროა

ჰერჩინსკი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში იმყოფება, ახლა ერთიანობის დროა

25/10/2023 12:48:35 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ახლა არის მნიშვენლოვანი მომენტი, როდესაც საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ჰერჩინსკის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ერთიანობის დროა.

„მოხარული ვარ, რომ პრემიერ–მინისტრი დღეს არის ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მას ასევე ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა მნიშვნელოვან მხარეებთან. ცხადია, ჩვენ წინაშე მნიშვნელოვანი დღის წესრიგია და ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირის მიმართულებით მუშაობის დროა“, – განუცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევით მონაწილეობას იღებს ფორუმში სახელწოდებით „გლობალური კარიბჭე“, რომელიც ბრიუსელში დღეს და ხვალ იმართება.

ცნობისთვის: ევროკომისია საქარველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს. ხოლო დეკემბერში ევროპული საბჭოს ლიდერები საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S