ჰერჩინსკი – ევრორეკომენდაციებზე: ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა
25/10/2023 12:58:04 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ბევრი ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ, მისი თქმით, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
"პოლარიზაცია ისევ არსებობს, როგორც ყველანი ვხედავთ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, დასახული იქნა სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ნაბიჯები არ გადადგმულა. ასე რომ, წელიწადნახევარში უფრო მეტის გაკეთება ნამდვილად შეიძლებოდა", – განაცხადა ელჩმა.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
ცნობისთვის: ევროკომისია საქარველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს. ხოლო დეკემბერში ევროპული საბჭოს ლიდერები საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.


