Accentnews.ge
ჰერჩინსკი: როგორც ევროკავშირის ელჩს, მქონდა შეხვედრები ყველა პარტიის წარმომადგენლებთან, არავინ იყო ისეთი, რომელიც მოითხოვდა სტატუსის არმინიჭებას

ჰერჩინსკი: როგორც ევროკავშირის ელჩს, მქონდა შეხვედრები ყველა პარტიის წარმომადგენლებთან, არავინ იყო ისეთი, რომელიც მოითხოვდა სტატუსის არმინიჭებას

25/10/2023 13:10:46 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ მასთან შეხვედრისას არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ განუცხადებია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს.

„როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, აკადემიურ წრეებს, მეცნიერებს და არავინ იყო ისეთი, რომელიც მოითხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", – განაცხადა ელჩმა.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და ხათუნა სამნიძე ამბობენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროპელი პარტნიორებისგან მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაავადოს. ისინი ხსენებული პოლიტიკოსების ვინაობას არ ასახელებენ.

როგორც სამნიძე აღნიშნავს, "შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ტარება და ყველა იცავს შინაარსის არგასაჯაროების პირობას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S