ობრაიენი: ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი
26/10/2023 06:35:56 პოლიტიკა
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოზე ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ იმუშავებს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეს, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი.
"შეერთებული შტატები 2024 წლის არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ეს გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით“, - განაცხადა, "ამერიკის ხმის" ცნობით, ობრაიენმა.


