Accentnews.ge
ბოკერია – ჯაღმაიძეს: ამ მოღალატეობრივი ლოგიკით, პროვოკაციაა საქართველოს სახელმწიფოს არსებობაც

ბოკერია – ჯაღმაიძეს: ამ მოღალატეობრივი ლოგიკით, პროვოკაციაა საქართველოს სახელმწიფოს არსებობაც

26/10/2023 16:37:26 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმიანება კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ ტაძრის კარის აჭედვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს, რომელმაც აღნიშნული ქმედება საქართველოს დროშის აღმართვას დაუკავშირა. ბოკერიას თქმით, ამ მავნებლური ლოგიკით თავად საქართველოს სახელმწიფოს არსებობაა პროვოკაცია.

"განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი რეაქცია მოვისმინეთ სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოსგან. მისმა სპიკერმა ამ ამის კომენტირებისას პროაქტიულად პრაქტიკულად, ქართული მხარე ამ ამბავში დაადანაშაულა: მან თქვა, რომ სოფელ კირბალში აღიმართა ქართული დროშა და საქართველოს დროშის აღმართვას საქართველოს ტერიტორიაზე მოყვა ჩვენი მტრის მიერ ეკლესიის აჭედვაო. ამ ამბავში მან გაამტყუნა ის, ვინც საქართველოს დროშა აღმართა.

მისი განცხადება იყო იმაზე, როგორი უპასუხისმგებლო იყო და როგორ გახდა ეს საფუძველი ეკლესიის აჭედვისა. დღეს საქართველოს საპატრიარქოს სპიკერს პროვოკაციად, გაუმართლებლად და დასაგმობ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს დროშის აღმართვა იმიტომ, რომ მერე მტერმა აჭედა ეკლესია. ერთი ერთშია ეს ხალხი ჩვენი მტრის და ჩვენი ხელისუფლების პროპაგანდასთან, რომელიც ამაზე კაპიტალიზაციას ცდილობს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ამ მავნებლური, მოღალატეობრივი ლოგიკით, თუ პროვოკაციაა საქართველოს დროშის აღმართვა და ეს რამენაირად თუ მაინც ამართლებს მტრის საქციელს ან მტრის საქციელს თუ არ ამართლებს და რამენაირად მაინც გასამტყუნებელია, მაშინ პროვოკაციაა საქართველოს სახელმწიფოს არსებობაც როგორც ასეთი"- თქვა ბოკერიამ.

საპასუხოდ ჯაგმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "შენს გადადგმულ ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვება, ამაზე თუ არ გაქვს პასუხი და შემდეგი გეგმა პოლიტიკოსს, სწორედ ესაა უპასუხისმგებლობა. ხოლო თუ განზრახვა არსებობს, ამ ზონაში პროვოკაცია მოხდეს, დაიკეტოს ტაძარი და აიკრძალის იქ მისვლა, როგორც ეს სხვაგან მოხდა, ესაა მოღალატეობა".

28 აგვისტოს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს.

სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. წმინდა ლომისის ეკლესია, სოფლის მიმდებარე ტყე და საძოვრები რუსების მიერაა ოკუპირებული. მახლობელი სოფლების მოსახლეობას გასულ წლებში სალოცავში მისვლას უშლიდნენ და სალოცავად გადასულ პირებს "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით დაკავებით ემუქრებოდნენ.

"სოფელ კირბალში, რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იყო გადასვლა და მომლოცველები დადიოდნენ იმ ტაძარში, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ იქ მიეღოთ [ოკუპანტებს] მკაცრი ზომები, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძარი რამდენიმე გვაქვს გორში”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S