Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობა:"უხამსობის ენა" დირექტივების ნაწილი არაა და რეგულირებას არ საჭიროებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა:"უხამსობის ენა" დირექტივების ნაწილი არაა და რეგულირებას არ საჭიროებს

27/10/2023 07:01:24 პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში "მაუწყებლის შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "უხამსობის ენა" დირექტივების ნაწილი არაა და რეგულირებას არ საჭიროებს, – იუწყება ტელეკომპანია "ფორმულა".

"საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით ახლა, როცა ის გაფართოების გზაზეა, აუცილებელია მისი შესაბამისობა გარკვეულ დებულებებთან და პრინციპებთან. არასრულწლოვანთა დაცვის რეგულირება და სიძულვილის გაღვივება არის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივების მთავარი ელემენტები, რომელთა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველო. გარდა ამისა, კრეატიული ევროპის პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად საქართველოს სჭირდება შეესაბამებოდეს დირექტივების კონკრეტულ დებულებებს.

ევროკომისიაში კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები ეხება ამ საკითხს. ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ქართულ რეგულატორს. ევროკომისია გააგრძელებს მონიტორინგს ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით მაუწყებლობასთან მიმართებაში და მზად იქნება მიაწოდოს რეკომენდაციები. რაც შეეხება "უხამსობის ენას", ის არაა დირექტივების ნაწილი და არაა მისი რეგულირების საჭიროება დირექტივების გამოყენებით", - განუცხადეს "ფორმულას" ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მმართველმა პარტიამ 19 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც მედიის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.

მმართველი გუნდის თქმით, კანონი "მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას". "ოცნებამ" კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში განიხილა და მიზეზად ევრორეკომენდაციები დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S