"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ევროკავშირიდან შესაბამისი პასუხის შემთხვევაში "უხამსობაზე" კანონს შეცვლას არ გამორიცხავს
27/10/2023 11:25:35 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ევროკავშირიდან შესაბამისი პასუხის შემთხვევაში "უხამსობაზე" კანონს შეცვლას არ გამორიცხავს.
როგორც დავით სონღულაშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, თუ ევროკომისიისგან მიიღებენ პასუხს, რომ ამის გამო დირექტივა შესრულებულად არ ჩაითველბა, მაშინ კანონს შეცვლიან.
„თუ შესაცვლელი იქნება და მაგაზე მოვა შესაბამისი რეგულაცია, აუცილებლად შევცვლით ისე, როგორც გავაჟღერე სესიაზე. თუ იქნება შესაბამისი პასუხი, რომ ამის გამო შეიძლება [შესრულებულად] არ ჩაითვალოს, როგორც გავაჟღერე სესიაზე, ისე გავაკეთებ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა, რომელიც "მაუწყებლის შესახებ კანონში" შესული სადავო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში "მაუწყებლის შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "უხამსობის ენა" დირექტივების ნაწილი არაა და რეგულირებას არ საჭიროებს.


