ევროკავშირი: ბლოკი მხარს უჭერს, მათ შორის საქართველოს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით
27/10/2023 14:34:56 პოლიტიკა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ ბლოკი დასკვნით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც, მათ შორის საქართველოზე არის საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით.
"ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას", – ნათქვამია განცხადებაში.


