Accentnews.ge
„გავაგრძელებთ საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე“ - ევროპული საბჭოს დასკვნა

„გავაგრძელებთ საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე“ - ევროპული საბჭოს დასკვნა

28/10/2023 12:40:11 პოლიტიკა

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და მათი რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე - წერია ევროპული საბჭოს შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში.

2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ძირითადად საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე.

დასკვნაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საქართველო. მოლდოვა - ორჯერ. ევროპული საბჭო ქვეყანას ჰპირდება დახმარებას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.

„დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერაზე“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S