Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა

პაატა მანჯგალაძე: საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა

30/10/2023 07:22:26 პოლიტიკა

საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნებოდა.

„ვითარება ძალიან მწვავეა და ის, რომ საქართველოში მშვიდობაა, არის უკრაინელების დამსახურება. კიევთან რომ ცხვირ-პირი მიანგრიეს რუსულ ტანკს, ამიტომ ვერ გაბედა საქართველოში შემოსვლა, თორემ შემდეგი სამიზნე იქნებოდა საქართველო. პუტინმა ღიად თქვა, რომ მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის აღდგენა, კიევის შემდეგ საბჭოთა კავშირში ვის შეიყვანდნენ?! რა თქმა უნდა, საქართველოს. ამიტომ "ქართული ოცნება" ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს მშვიდობის საქმეში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე "ქართული ოცნება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S