პრეზიდენტი: გამაღიზიანებელია, როცა ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და სჯერათ, რომ სახლში არიან
30/10/2023 11:03:03 პოლიტიკა
ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომელთაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უნდა შენარჩუნდეს ისეთი სიტუაცია, რომ "მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ".
კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.
„სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


