სალომე ზურაბიშვილი: კანდიდატის სტატუსზე უარი რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება
30/10/2023 11:07:14 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირისგან სტატუსს ვერ მიიღებს, "ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის". ამის შესახებ მან CBS NEWS-თან ინტერვიუში ისაუბრა.
კითხავზე, როგორ აისახება უკრაინის ომი საქართველოს ცხოვრებაზე, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა.
„ეს, რა თქმა უნდა, არის ყველაფერ იმის შეხსენება, რაც საქართველომ გამოიარა და ის ფაქტი, რომ რუსეთი ყოველთვის არის უშუალო საფრთხე. რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ამოწმებს ნიადაგს საქართველოში. აქ მათი გზა, მათი მარტივი გზა, არის ჰიბრიდული ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


