Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

30/10/2023 14:37:15 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან − ჟოზე აველინო ბეტანკურთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის დინამიკა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზე აველინო ბეტანკურს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე − საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S